ჩვენს შესახებ         მომსახურებები        კლიენტები           ვაკანსიები      ფასები       კონტაქტები

ვებ-საიტების თანხლება

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს არა მხოლოდ ვებ-საიტის შემუშავების მომსახურებას, არამედ მისი თანხლების მომსახურებასაც. ნებისმიერი ინტერნეტ-გადაწყვეტილება არის ეფექტური მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის რეალური და პოტენციური კლიენტებისტვის არის აქტუალური, პასუხობს მუდმივად ცვალებადი ბაზრის მოთხოვნილებებზე, რომელზედაც გარკვეული ბიზნესია ორიენტირებული. საიტი, რომელიც ცუდად ფუნქციონირებს, მომხმარებელს ჩამოიცილებს, შექმნის არახელსაყრელ შთაბეჭდილებას მთლიანად თქვენი კომპანიის შესახებ. კარგი საიტი, პირიქით, მუშაობს კომპანიის ხელსაყრელი იმიჯის შექმნაზე კლიენტების, პარტნიორების და კონკურენტების თვალში.

იმისთვის, რომ მიიზიდოს ახალი და არ გაუშვას ძველი კლიენტები, საჭიროა საიტის შინაარსის რეგულარული განახლება, ახალი საინტერესო ინფორმაციის დამატება, საჭიროებისამებრ, ძველი ინფორმაციია კორექტირება, ცალკე ფურცლების და მთლიანი საიტის დიზაინის გაუმჯობესება. საძებნი სისტემებიც კი უპირატესობას ანიჭებენ იმ საიტებს, რომლებზეც ინფორმაცია ოპერატიულად განახლდება ხოლმე.

ასევე, ჩვენი სპეციალისტები მზად არიან აწარმოონ საიტის სტატისტიკური და ანალიტიკური თანხლება, საიტის მოხმარების ანგარიშების შედგენა. კლიენტის სურვილის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია სპეციალური პროგრამული მოდულების დაყენება იმისთვის, რომ თქვენ შესძლოთ საინფორმაციო და გრაფიკული შინაარსის შევსების დამოუკიდებელი კონტროლირება და საჭირო დამატებების და ცვლილებების შეტანა.

მომსახურების ღირებულება ყოველ შემკვეთთან თანხმდება ინდივიდუალურად, სასურველი საბოლოო შედეგის მიხედვით. თანხლების ხანგრძლივობაც თანხმდება ცალკე. თანხლება შესაძლოა როგორც დროებით, ასევე მუდმივ საფუძველზე. მაშასადამე, თუ თქვენ ისარგებლებთ ჩვენი ვებ-საიტის თანხლების მომსახურებით, თქვენი ბიზნესი დროსთან ერთად განვითარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ზოგავთ ფულს და საკუთარ ძალისხმევას კლიენტების მისაზიდად.

 

 

გსურთ გაიგოთ თარგმნის ზუსტი დრო და ღირებულება?
geotranslate@yahoo.com
geotranslate@dsl.ge
ბიუროს მენეჯერი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ შეკვეთის კველა დეტალებთან დაკავშირებით და გაცნობებთ თარგმნის შესრულებისთვის საჭირო დროს და  ფასს




 დამატებითი მომსახურებები                ჩვენი საქმიანობა              მომსახურებების ხარისხი