ჩვენს შესახებ         მომსახურებები        კლიენტები           ვაკანსიები      ფასები       კონტაქტები

გიდი-თარჯიმანი

ხშირად ჩვენს კომპანიას მომართავენ კვალიფიციური გიდი-თარჯიმნის მოთხოვნით ექსკურსიების ჩასატარებლად ან გამოფენაზე ტანხლებისტვის. საქართველოში დღეისათვის ტურიზმი განვითარებას იწყებს: შენდება ახალი სასტუმროები უცხოელთათვის, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, ხდება მრავალი კულტურული ღონისძიების ორგანიზება.

საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტთა ჯგუფს სურს ქალაქის დათვალიერება, აგრეთვე ამომწურავი ინფორმაციის მიღება ქალაქის ისტორიასა და მის უნიკალურ ღირსშესანიშნაობებზეც. გიდ-თარჯიმანს შეუძლია მოემსახუროს როგორც ერთ პირს, ასევე რამდენიმე ტურისტისგან შემდგარ ჯგუფს.

მარშრუტი წინასწარ თანხმდება კლიენტთან. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საინტერესო ისტორიული ადგილებისა და ექსკურსიისატვის ხელსაყრელი დროის განსაზღვრაზე. გათვალისწინებულია შემკვეთის ყველა მოთხოვნა. პირად გიდ-თარჯიმანს შეუძლია, აგრეთვე, მისცეს აუცილებელი რეკომენდაციები სასტუმროს, კვების ადგილების და ა.შ. შესახებ. როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ გიდ-თარჯიმნები ჩვენს ქვეყანაში მოგზაურ უცხოურ მწერლებში. ასეთი ინტერესი სრულიად კანონზომიერი და გასაგებია.

საქართველოში ერთხელ მაინც ექსკურსიაზე ნამყოფებს, როგორც წესი, უძნდებათ სურვილი მრავალფეროვანი ქართული კულტურის, მისი ტრადიციების შემდგომი შეცნობისა. რასაკვირველია, ეს ყოველივე იმ პირობით, რომ თარჯინის მომზადების დონე შეესაბამებოდეს უცხოელი ტურისტის მოლოდინს.

 

 

გსურთ გაიგოთ თარგმნის ზუსტი დრო და ღირებულება?
geotranslate@yahoo.com
geotranslate@dsl.ge
ბიუროს მენეჯერი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ შეკვეთის კველა დეტალებთან დაკავშირებით და გაცნობებთ თარგმნის შესრულებისთვის საჭირო დროს და  ფასს




 დამატებითი მომსახურებები                ჩვენი საქმიანობა              მომსახურებების ხარისხი