ჩვენს შესახებ         მომსახურებები        კლიენტები           ვაკანსიები      ფასები       კონტაქტები

მომსახურების ხარისხი

მთარგმნელთა კომპანია GeoTranslate თავის მუშაობაში განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს შემოთავაზებული მომსახურების ხარისხზე. ჩვენ შეგვიძლია თქვენთვის უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხი ხელმისაწვდომ ფასებში. ჩვენს გუნდს შეუძლია დაძლიოს დიდი მოცულობის შეკვეთები საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში, ხოლო მცირე საბუთებს გადაგითარგმნით ერთი საათის განმავლობაში. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიძლევით თქვენი მასალების კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიას.
ჩვენი კომპანიის დევიზია: „თარგმანის რეპუტაცია – ესაა მისი ხარისხი, ხოლო ხარისხი – უმთავრესია“.

GeoTranslate თავის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ხედავს საქართველოს მტარგმნელობითი მომსახურების ბაზარზე არსებული ხარისხის სტანდარტების ევროპასა და მთელ მსოფლიოში არსებულ დონესთან მიახლოებაში. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ ბიზნეს-პროცესების ეფექტურობის განმტკიცებას მთარგმნელობითი კომპანიების შიგნით, კლიენტებთან ცივილიზებული საქმიანი ურთიერთობების აგებას და საქართველოში პროფესიონალ მთარგმნელთა შრომის ანაზღაურების მსიფლიო სტანდარტების დონემდე ამაღლებას. მთელ მსოფლიოში ინტელექტუალური მომსახურება ძალიან ძვირი ღირს და, მართლაც, ხარისხიანი თარგმანი „მაღალ დონეზე“ უნდა ანაზღაურდეს.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მაღალი ხარისხის მთარგმნელობით მომსახურებას ხელმისაწვდომ ფასებში.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თარგმანის ის სახეობა, რომელიც პირადად თქვენ გაწყობთ.

GeoTranslate გთავაზობთ თარგმანის სამ კატეგორიას – Light, Classic da Premium:

კატეგორია „მსუბუქი თარგმანი“ (Light)

მთარგმნელთა კომპანია GeoTranslate -ში თარგმანს ახორციელებს სპეციალისტი მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილებით. თქვენ მიიღებთ თქვენი მასალის თარგმანს ჩვეულებრივ ფაილში ( Word ). როგორც წესი, ზემოხსენებული კატეგორია აუცილებელია თქვენი კომპანიის შიდა დოკუმენტაციის, პირადობის მოწმობბეის და თქვენი პირადი კორესპონდენციის თარგმნისთვის.

კატეგორია „კლასიკური თარგმანი“ (Classic)

„კლასიკურ თარგმანზე“ მთარგმნელთა კომპანია GeoTranslate -ში თქვენთვის იმუშავებს მთარგმნელი 5 წელზე მეტი ხნის მუშაობის სტაჟით. თარგმანი ფორმდება საწყის დოკუმენტში მასალის განლაგების შესაბამისად. მოცემული კატეგორია ყველაზე გავრცელებულია თანამედროვე საქმიან ცხოვრებაში მასალების უმრავლესობის თარგმანისთვის.

კატეგორია „პრემიალური თარგმანი“ (Premium)

მთარგმნელთა კომპანია GeoTranslate -ში თქვენთვის იმუშავებს უმაღლესი კატეგორიის თარჯიმანი, თარგმანისადა რედაქტირების დარგში დიდი გამოცდილებით. „საბოლოო პროდუქტი“ – თარგმანი – შესრულებულია იმ კომპიუტერულ პროგრამაში, რომელიც ესაჭიროება შემკვეთს. დაკაბადონების და რედაქტირების მომსახურება – საჩუქრად. თარგმანის ეს სახეობა გამოიყენება ბეჭდვაში ჩასაბარებელი მასალებისტვის, აგრეთვე საერთაშორისო და სახელმწიფო დოკუმენტებისტვის.

ამგვარად, თითოეულ კატეგორიაში თარგმანის ხარისხი შეესაბამება განცხადებულ მიზნებს.

აირჩიეთ, თარგმანის თქვენი კატეგორია და ნუ გადაიხდით ზედმეტს. თუ გსურთ მიიღოთ კონსულტაცია ჩვენი სპეციალისტებისგან – დაგვირეკეთ!

 

 

გსურთ გაიგოთ თარგმნის ზუსტი დრო და ღირებულება?
geotranslate@yahoo.com
geotranslate@dsl.ge
ბიუროს მენეჯერი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ შეკვეთის კველა დეტალებთან დაკავშირებით და გაცნობებთ თარგმნის შესრულებისთვის საჭირო დროს და  ფასს




 დამატებითი მომსახურებები                ჩვენი საქმიანობა              მომსახურებების ხარისხი