ჩვენს შესახებ         მომსახურებები        კლიენტები           ვაკანსიები      ფასები       კონტაქტები

სინქრონული თარგმნა

როდისაა აუცილებელი სინქრონული თარგმნა?

1) საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, მრგვალი მაგიდის, პრეზენტაციების ჩატარებისას მათში 10-დან 1000 კაცამდე მონაწილეთა რაოდენობით, როგორც წესი, დიდ საკონფერენციო დარბაზებში ან აუდიტორიებში.

2) ღია ადგილებში ღონისძიების ჩატარებისას – საწარმოების, ქარხნების საფუძვლის ჩაყრისას, ძეგლების გახსნისას და ა.შ.

რატომ ირჩევენ სინქრონულ თარგმანს?

სინქრონული თარგმნა ორჯერ ამცირებს ღონისძჲების ჩატარების დროს, რამდენადაც ის ხორციელდება ორატორის მეტყველების პრაქტიკულად თანადროულად. ეს კი არსებითი უპირატესობაა თანმიმდევრულ თარგმნასთან ერთად, რადგან სინქრონული თარგმნის დროს მსმენელს არ უწევს ლოდინი, სანამ ორატორი თავის მშობლიურ ენაზე ხელახლა წარმოსთქვამს სიტყვას, შემდეგ კი თარჯიმანი გადათარგმნის. მსმენელთა და ორატორის დაღლილობა დგება გაცილებით ნელა, რაც, საბოლოო ჯამში, დადებით გავლენას ახდენს ღონისძიების შედეგებზე.

სინქრონული თარგმნა ხელს უწყობს ორატორს, შეინარჩუნოს აუდიტორიის მსმენელთა ყურადღება, იგრძნოს მათი განწყობილება და ადეკვატური რეაგირება მოახდინოს მატ რეაქციაზე.

სინქრონული თარგმნა შეიძლება ხოეციელდებოდეს ერთდროულად რამდენიმე ენაზე. საქართველოში ხშირად ამ დროს პილოტური ენა ქართულია, ე.ი. თავიდან ორატორის მეტყველება ითარგმნება ქართულად, შემდეგ კი ქართულიდან ხორციელდება თარგმნა ღონისძჲებაში მონაწილე ყველა სხვა ენაზე. კაბინა, რომელიც ახორციელებს თარგმნას ქართულ ენაზე, ამ შემტხვევაში, საპილოტოა.

მსოფლიო და ევროპულ პრაქტიკაში არაა მიღებული პილოტური ენის (რელეს) გამოყენება. თარგმნა ხშირად ხორციელდება ორატორის ენიდან პირდაპირ ღონისძიების მონაწილის ენაზე.

სინქრონული თარგმნა თარგმნის ყველეზე რთული სახეა, რომელიც ხორციელდება, პრაქტიკულად, ორატორის მეტყველებასთან ერთდროულად. ტექნიკურად სინქრონული თარგმნა ხდება სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით: სინქრონული თარგმნის დროს თარჯიმანი ზის იზოლირებულ კაბინაში, მისი თარგმანი კი მსმენელებს გადაეცემა ყურსასმენებში.

თარჯიმანი-სინქრონისტი, ზეპირი თარგმნის მოცემული სახის განმხორციელებელი, პროფესიონალია და გააჩნია მრავალწლიანი სპეციალიზებული მომზადება. სინქრონისტი უნდა ფლობდეს განსაკუთრებულ ფსიქოფიზიკურ პარამეტრებს. თარჯიმან-სინქრონისტის თავისებურებას წარმოადგენს ყურადღების კონცენტრირება, ერთდროულად მოსმენის, დამახსოვრების და ნათქვამის თარგმნის უნარი და, ამასთან, ორატორისგან მხოლოდ რამდენიმე სიტყვით ჩამორჩენა. სინქრონისტის სამუშაო, ენის ბრწყინვალე ცოდნის გარდა, მოითხოვს ცნობილ პიროვნულ და ნებისყოფის თვისებებს, ფართო ერუდიციას, ტაქტს, კომუნიკაბელურობას, აგრეთვე მყისიერ რეაქციას და იუმორის გრძნობას.

რატომ მუშაობენ სინქრონისტები წყვილად?

ჩვეულებრივ, სინქრონული თარგმნა ხორციელდება ორი თარჯიმნის მეშვეობით. სინქრონული თარგმნის პროცესი თარჯიმანზე სერიოზული დატვირთვაა, რომელიც სწრაფად იწვევს დაღლას. ამიტომაც საჭიროა ამ დროს თარჯიმანთა ცვლა. როგორც წესი, სინქრონისტები მუშაობენ 20-30 წთ-იანი შუალედებით. სინქრონული თარგმნა თარგმნის ყველაზე რთული სახეა და, შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადიც.

ჩვენთან თანამშრომლობენ მრავალი სხვავასხვა ენის მაღალპროფესიონალი თარჯიმან-სინქრონისტები, რომლებიც ექსტრა კლასის თარჯიმნები არიან. თარჯიმან-სინქრონისტი არა მხოლოდ განათლებული სპეციალისტია ენაში, არამედ თარგმანის თემატიკაშიც. კომპანია შეარჩევს თარჯიმან-სინქრონისტს ჩასატარებელი ღონისძიების პროფილის გათვალისწინებით (ბიზნესი, პოლიტიკა, ბანკები, მედიცინა, ტექნიკა და ა.შ.), აგრეთვე, მოგცემთ რეკომენდაციებს განსაზღვრული სახის მოწყობილობების გამოყენებასთან დაკავშირებით თქვენი ორგანიზაციის მოთხოვნილებების გათვალისწინებით (უსაფრთხოება და ა.შ.).

 

გსურთ გაიგოთ თარგმნის ზუსტი დრო და ღირებულება?
geotranslate@yahoo.com
geotranslate@dsl.ge
ბიუროს მენეჯერი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ შეკვეთის კველა დეტალებთან დაკავშირებით და გაცნობებთ თარგმნის შესრულებისთვის საჭირო დროს და  ფასს




 დამატებითი მომსახურებები                ჩვენი საქმიანობა              მომსახურებების ხარისხი