ჩვენს შესახებ         მომსახურებები        კლიენტები           ვაკანსიები      ფასები       კონტაქტები

saqmiani molaparakebebi

უცხოელ პარტნიორებთან ან კომპანიის კლიენტებთან საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვისთვის ძალიან ხშირად მოითხოვება სანდო თარჯიმანი ან თარჯიმნები. სწორედ იმაზე, თუ რამდენად კომპეტენტურნი იქნებიან ისინი განსახილველ საკითხებში, დამოკიდებული იქნება ბიზნეს-შეხვედრის შედეგი: ზოგადი წინასწარი შეთანხმებები, ანდა კონტრაქტის დადებაც კი. ამიტომ, საქმიანი მოლაპარაკებების ორგანიზება უნდა მიმდინარეობდეს მთელი სერიოზულობით და პასუხისმგებლობის ზომის გაცნობიერებით.

თარჯიმანი რომ სწორად შეირჩეს, უპირველეს ყოვლისა, ცხადად უნდა იყოს გასაგები, თუ რას უნდა წარმოადგენდნენ მოლაპარაკებები, რა პრობლემის გადაწყვეტაზე იქნებიან ისინი მიმართულნი. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მოლაპარაკებებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწინააღმდეგე მხარის პროვოკაციაზე რეაგირებისაგან თავშეკავების უნარი, იმ ემოციებზე აუყოლიებლობის უნარი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მოლაპარაკებების ჩაშლა და შემდგომი ურთიერთობების შეუძლებლობა. ზოგჯერ სწორედ თრჯიმანი თამაშობს საკვანძო როლს „მახვილი კუთხეების მომრგვალებისას“,სარგებლობს რა თარგმანის დროს უფრო ნეიტრალური სტილით. საბოლოო ანგარიშით, შთაბეჭდილება მოლაპარაკებების შედეგიანობაზე დამოკიდებულია იმ ატმოსფეროს კეთილგანწყობაზეც, რომელშიც მიმდინარეობდა დიალოგი.

როგორც ჩვენ მთარგმნელთა მუშაობის გამოცდილება მოწმობს, საქმიანი მოლაპარაკებები წინასწარგანჭვრეტადი არ არის, რადგან მონაწილეები შეიძლება ჩამოშორდნენ გაცხადებული თემების განხილვას, გადაერთონ დაუგეგმავ საკითხებზე ან ჩაუღრმავდნენ გარკვეული ცოდნის ვიწროდ სპეციალიზებულ დარგს. ამიტომ, შეხვედრაზე მოწვეული თარჯიმანი მზად უნდა იყოს მსგავსი სიტუაციებისთვის, ფლობდეს ცოდნისა და არასტანდარტულ სიტუაციებში ქცევის მოდელების საკმაოდ ფართო დიაპაზონს.

 

 

გსურთ გაიგოთ თარგმნის ზუსტი დრო და ღირებულება?
geotranslate@yahoo.com
geotranslate@dsl.ge
ბიუროს მენეჯერი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ შეკვეთის კველა დეტალებთან დაკავშირებით და გაცნობებთ თარგმნის შესრულებისთვის საჭირო დროს და  ფასს




 დამატებითი მომსახურებები                ჩვენი საქმიანობა              მომსახურებების ხარისხი